04 აგვ - 02 სექ
ტენდერი
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ავტომშენებლის ქუჩა
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO) ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ანტიტრეფიკინგის ინიციატივები

მაშინ შემოუერთდი Game Zone-ის გუნდს და აქციე შენი ინტერესი პროფესიულ გამოცდილებად.

Game Zone — 2010 წლიდან სათამაშო კონსოლებისა და ვიდეოთამაშების სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელი საქართველოში და Sony PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი — გიწვევს გეიმინგ ექსპერტის პოზიციაზე.

პოზიცია: ექსპერტ-კონსულტანტი

ანაზღაურება:
  • ფიქსირებული ხელფასი — 800 ₾;
  • გეგმის შესრულების ბონუსი — 400 ₾ + დამატებითი მზარდი ბონუსი ზედა ზღვრის გარეშე.

სამუშაო გრაფიკი
სრული განაკვეთი;
კვირაში 4 სამუშაო დღე;
კვირაში 3 დასვენების დღე.

Game Zone-ში მუშაობისას:
  • მუდმივად გექნება წვდომა მსოფლიო გეიმინგ ინდუსტრიის სიახლეებზე;
  • გაეცნობი ახალ თამაშებს, კონსოლებს, გეიმინგ კომპიუტერებსა და აქსესუარებს;
  • შენს ხელში გაივლის ბაზარზე წარმოდგენილი ახალი გეიმინგ პროდუქცია;
  • მიიღებ პროდუქტის მახასიათებლებისა და გაყიდვების მიმართულებით საჭირო ცოდნას;
  • განივითარებ კომუნიკაციის, კონსულტაციისა და გაყიდვების უნარებს;
  • იმუშავებ გარემოში, სადაც შენი ინტერესი გეიმინგისადმი პროფესიულ უპირატესობად იქცევა;
  • გექნება შედეგზე დამოკიდებული, ზედა ზღვრის გარეშე მზარდი შემოსავლის შესაძლებლობა.

გაქვს კრეატიული იდეები? სურვილის შემთხვევაში, შეძლებ ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად ჩაერთო Game Zone-ის მარკეტინგულ აქტივობებში და მონაწილეობა მიიღო საკუთარი ფილიალის ვიდეოკონტენტის დაგეგმვასა და შექმნაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • თამაშების, კონსოლების, გეიმინგ კომპიუტერებისა და აქსესუარების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლების, საგარანტიო პირობებისა და მიმდინარე აქციების გაცნობა;
  • პროდუქციის საცალო რეალიზაცია;
  • სალარო აპარატთან და სასაწყობე პროგრამასთან მუშაობა;
  • ახალი პროდუქციის მიღებასა და სავაჭრო სივრცეში სწორად განთავსებაში მონაწილეობა;
  • პროდუქციაზე ფასის ნიშნების არსებობისა და სისწორის კონტროლი;
  • სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილი პროდუქციის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • კომპანიის აქციებსა და სხვადასხვა კამპანიაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

ვის ვეძებთ?
კანდიდატს, რომელიც:
  • ინტერესდება გეიმინგით, ტექნოლოგიებითა და ახალი პროდუქტებით;
  • სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას;
  • შეუძლია მომხმარებლის საჭიროების მოსმენა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • მარტივად და გასაგებად გადმოსცემს ინფორმაციას;
  • არის კომუნიკაბელური, თავაზიანი და პასუხისმგებლიანი;
  • არის ორგანიზებული და დისციპლინირებული;
  • შეუძლია გუნდთან შეთანხმებულად მუშაობა;
  • ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ისე შედეგზე.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • სათამაშო კონსოლების, ვიდეოთამაშების, გეიმინგ კომპიუტერების ან აქსესუარების ცოდნა;
  • გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • Word-ისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება.

გაყიდვების გამოცდილება და გეიმინგის სიღრმისეული ცოდნა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.
მთავარია, გქონდეს ინტერესი, სწავლის სურვილი და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი.

სამუშაო ლოკაციები:
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
არასამთავრობო (NGO)
ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა,
ანტიტრეფიკინგის ინიციატივები
ნახვები
უნიკალური ნახვები